Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარბიტრაჟის შესახებმუხლი 42

არბიტრაჟის შესახებ

მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2019
თემები:არბიტრაჟისპორტული დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ერთადერთი საპროცესო საშუალებაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, რაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტების შესაბამისად.

2.სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს.

3.მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. მხარეთა მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის ვადა აითვლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.

4.სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5.თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, დაუშვებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომლითაც მხარემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა და რომელიც სასამართლომ არსებითი განხილვის შედეგად უარყო. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  2. 26 მარ. 2015

    42-ე მუხლში დაემატა გაუქმების, როგორც ერთადერთი საპროცესო საშუალების ნორმა, გაუქმების საფუძვლები ახლებურად ჩამოყალიბდა, 90-დღიანი ვადა გადავიდა მე-3 პუნქტში 41-ე მუხლის მოთხოვნასთან დაკავშირებული აღრიცხვით, ხოლო დაემატა მე-4 და მე-5 პუნქტები აღსრულებისა და ცნობის გადაწყვეტილების შემდგომი გაუქმების შესახებ.

  3. 1 აპრ. 2012· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სპორტული არბიტრაჟისერვისის გვერდი
  • სპორტული არბიტრაჟისერვისის გვერდი
  • შიდა არბიტრაჟისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 სექ. 2019 · №8

  • 3 ცვლილება · ბოლო 31 მარ. 2015
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41მუხლი 45

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 356²¹მუხლი 45

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

არბიტრაჟის შესახებ

  • 43სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება
  • 45საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა
  • 46¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356²⁴საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 356²³უარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე
  • 356²¹გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 21

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 298სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 31ნებართვის გაუქმება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 58სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 32სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 19აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3132356²¹356²⁴356²³45414346¹29821195842
მითითებამნიშვნელობით ახლოსარბიტრაჟის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს სისხლის სა…სამეწარმეო საქმიანობის…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 სექ. 2019 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026