Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 58

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 58. სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

2.სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ იძულებითი აღსრულების ღონისძიება ხორციელდება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ან ისეთი ნივთის მიმართ, რომლის რეალიზაციაც, მიუხედავად მისი მახასიათებლების შენარჩუნებისა, მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა გადახდისუუნარობის მასაში მიიმართება და ინდივიდუალური კრედიტორის დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენება.

3.სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ საქმეს უცხო ქვეყნის სასამართლო განიხილავს ან საქმე არბიტრაჟის პროცედურული ნორმების შესაბამისად განიხილება და მორატორიუმის ღონისძიების შენარჩუნებით ზიანი ადგება განმცხადებლის კანონიერ ინტერესებს, მათ შორის, მორატორიუმის ღონისძიება განმცხადებლის საპროცესო უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, ან უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო არსებობს ამ უფლების განუხორციელებლობის საფრთხე.

4.სასამართლო გააუქმებს ამ კანონის 55-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მორატორიუმის ღონისძიებას კრედიტორის, მოვალის ან მმართველის/ზედამხედველის განცხადების საფუძველზე, თუ რეაბილიტაციის ხელშეწყობისთვის აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვა, ხოლო მორატორიუმის ღონისძიების მოქმედება ამ მიზნის მიღწევას ხელს უშლის ან არსებითად ართულებს. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება კრედიტორთა მდგომარეობას არ აუარესებს.

5.მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებებისა, აგრეთვე აფასებს, ადგება თუ არა განმცხადებელს ზიანი მორატორიუმის იმ ღონისძიების გამოყენებით, რომლის გაუქმებასაც ის ითხოვს, ხოლო ზიანის მიყენების დადასტურების შემთხვევაში − აღემატება თუ არა ზიანის თავიდან აცილების ინტერესი კრედიტორების თანაბარზომიერი დაკმაყოფილების კანონისმიერ მიზანს. კრედიტორის მიერ ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში ზიანი შეიძლება ქონების ღირებულების შემცირებით გამოიხატოს.

6.მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. თუ განმცხადებელი არის კრედიტორი ან სხვა მესამე პირი, სასამართლო ვალდებულია დანიშნოს ზეპირი მოსმენა. უზრუნველყოფის საგნიდან უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდება ამ კანონის 105-ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში უქმდება ამ კანონის 55-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება.

7.ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება ბათილია. ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგო სხვა მოქმედება, რომელიც არ გულისხმობს გარიგების დადებას, არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თავი VI გადახდისუუნარობის მასა

წინა მუხლი 57შემდეგი მუხლი 59

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 105მუხლი 55

მიუთითებენ მასზე

მუხლი 87

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 57სასამართლოს გადაწყვეტილებით მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება
  • 55მორატორიუმის ღონისძიებები
  • 87უზრუნველყოფილი კრედიტორის დაცვა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37²გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 31მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას
  • 78სეკვესტრი

არბიტრაჟის შესახებ

  • 19არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 39განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო
  • 42განრიდების ღონისძიებები

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 3უფლების ჩამორთმევა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 27იმ ორგანოთა ვალდებულება, რომლებიც უფლებამოსილი არიან გააუქმონ გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 33წინასწარი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3331782737²193942355871055758
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…კომერციული ბანკების სა…სააღსრულებო წარმოებათა…არბიტრაჟის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…სქესობრივი თავისუფლები…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო