1.დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ეთიკის კომისიის ის წევრი, რომელიც: ა) თვითონ არის მხარე დისციპლინურ წარმოებაში; ბ) დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია (ახლო ნათესავად ამ დებულების მიზნებისთვის ითვლება კანონისმიერი მემკვიდრე); გ) იყო საპროცესო კოლეგიის წევრი, რომელმაც განიხილა დისციპლინური საქმე; დ) სახელშეკრულებო ან პირად ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე მხარესთან ან მის წარმომადგენელთან; ე) არსებობს სხვა გარემოებები, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის საქმის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვას.
2.ეთიკის კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება ამ მუხლის 1-ლ ნაწილში აღნიშნული რომელიმე გარემოების არსებობისას.

