ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

მუხლი 39. ეთიკის კომისიის უფლებამოსილება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეთიკის კომისია კანონით დადგენილ შემთხვევებში იხილავს დისციპლინურ საქმეს ამ დებულების III და V თავით დისციპლინური კოლეგიებისათვის დადგენილი წესით, ამ თავში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

2.ეთიკის კომისიის მიერ საქმის განხილვისას სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ან, მისი არყოფნისას, ეთიკის კომისიის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წევრი (23.12.2018).

3.ეთიკის კომისიამ დისციპლინური საქმე უნდა განიხილოს არანაკლებ 10 წევრის მონაწილეობით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება არანაკლებ 8 წევრის მიერ. მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილი საპროცესო კოლეგიის წევრებზე მონაწილეობის შეზღუდვა (23.12.2018).

4.ეთიკის კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც, თუ ის ჩათვლის, რომ ადვოკატის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება ან დისციპლინური სახდელი გაფრთხილების სახით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15352875¹⁵75³³12715515¹2324121039
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა დისციპლინური…მედიაციის შესახებადვოკატთა შესახებაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა