ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

მუხლი 12. ეთიკის კომისიის წევრის აცილება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე ეთიკის კომისიის წევრის ან მთელი დისციპლინური კოლეგიის ამ დებულებით დადგენილი აცილების საფუძველი, უფლება აქვს ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობით განაცხადოს დასაბუთებული აცილება.

2.დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე მხარემ უნდა წარადგინოს განცხადება აცილების შესახებ 5 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა გარემოება, რომელიც იძლევა ეთიკის კომისიის წევრის ან დისციპლინური კოლეგიის აცილების საფუძველს.

3.ეთიკის კომისიის წევრის აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადებას იხილავს დისციპლინური კოლეგია იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, ვისი აცილების ან თვითაცილების საკითხიც დგას. დგას. წევრის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს წევრი აცილებულად ითვლება და იგი უნდა შეიცვალოს ალტერნატიული წევრით. მთელი დისციპლინური კოლეგიის აცილების საკითხი განიხილება ამ დისციპლინური კოლეგიის ყველა წევრის მონაწილეობით. გადაწყვეტილება მიიღება განხილვაში მონაწილე დისციპლინური კოლეგიის წევრების ხმათა უმრავლესობით (23.12.2018).

4.აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადება დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტში დადგენილი გარემოებები.

5.ეთიკის კომისიის წევრის აცილების ან თვითაცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დისციპლინური კოლეგიის თავმჯდომარემ უნდა გადადოს საქმის განხილვა და მიმართოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს დისციპლინური კოლეგიის ალტერნატიული წევრის დანიშვნის თაობაზე, ხოლო მთელი დისციპლინური კოლეგიის აცილების შემთხვევაში - საქმის სხვა დისციპლინური კოლეგიისათვის გადაცემის თაობაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
359375²⁹75¹⁴41⁷949117 (დ…281139412
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა დისციპლინური…საქართველოს ზოგადი ადმ…საერთო სასამართლოების …საგადახდო სისტემისა და…ადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა