მედიაციის შესახებ

მუხლი 15¹. ეთიკის კომისია

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეთიკის კომისია შედგება 9 წევრისგან. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

2.ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებენ.

3.ეთიკის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მედიატორის პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე, ამ კანონისა და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების შესაბამისად.

4.ეთიკის კომისია თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად უნდა იყოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5.ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს ეთიკის კომისიის ახალარჩეული წევრი, რომელსაც ირჩევს მედიატორთა ასოციაციის უახლოესი საერთო კრება.

6.ეთიკის კომისია ამოწმებს მიღებულ ინფორმაციას მედიატორის შესახებ და სწავლობს მის საფუძვლიანობას, აგრეთვე განიხილავს და წყვეტს მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს ამ კანონისა და მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების შესაბამისად.

7.ანონიმური წერილი ან შეტყობინება არ შეიძლება გახდეს მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის საფუძველი.

8.მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური საქმის წარმოების წესი განისაზღვრება მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულებით.

9.ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები. სახელმწიფო ორგანომ და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემაზე უარის თქმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაასაბუთონ.

10.ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას იღებს მედიატორთა  ასოციაციის სახელით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 სექ. 2019 – 12 დეკ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1528359127241553116212323215¹
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა