1.დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე, ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა, როგორც წესი, გამოიწვევს უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის დაკისრებას, ვიდრე ადვოკატისათვის წინა დისციპლინური გადაცდომის გამო დაკისრებული დისციპლინური სახდელი იყო.
2.დისციპლინური სახდელის გაქარწყლების შემდეგ, ადვოკატის მიერ განმეორებით ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული დისციპლინური სახდელი.

