Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 75¹

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75¹. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:მასწავლებლის დასაქმებააკადემიური დისციპლინაპოლიტიკის შემუშავებასამედიცინო სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა (სახდელი) დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დადგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.

2.მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ობიექტურად შეეძლო დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად სათანადო ქმედების განხორციელება, მაგრამ არ განუხორციელებია ის.

3.დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება.

4.განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას.

5.გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის  ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ის.

6.მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

7.დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

8.დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება: ა) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ: ა.ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით; ა.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით; ბ) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ: ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამართლის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ამ საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება; ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტის ან  72 2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა; ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი; ბ.ე) მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; ბ.ვ) მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა; ბ.ზ) მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმა. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა; გ) ქმედება, რომელ იც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ: გ.ა) მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 5 2 , მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 13 4 , 13 5 ან 20 4 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა; გ.ბ) მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების  განხორციელებისათვის ხელის შეშლა; დ) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ: დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ; დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება; დ.გ) მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება; ე) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ: ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ  საფუძვლით; ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ: ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადა უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო ვერ დაიცვა; ვ.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა; ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ვ.ე) მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება; ზ) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი  სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას). საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2228 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    75¹ მუხლში დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალს დაემატა ვ.ე) ქვეპუნქტი სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შესახებ.

  2. 11 მარ. 2025
  3. 12 ივნ. 2024

    75¹ მუხლის ბ.ზ ქვეპუნქტში დისციპლინური გადაცდომაა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით აზრის გამოთქმა, ხოლო გამონაკლისი გაფართოვდა სისტემის გაუმჯობესებასა და სამართლის განვითარების სხვა საკითხებზე მეცნიერულ ან/და ანალიტიკურ მსჯელობაზე.

  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    75¹ მუხლის „ბ.ზ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი მოსამართლის მეცნიერული ან ანალიტიკური მსჯელობის შესახებ.

  5. 15 დეკ. 2022

    75¹ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტში კორუფციული სამართალდარღვევის განმარტებისას მითითებული კანონის სახელწოდება შეიცვალა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით; მუხლების ნუმერაცია უცვლელია.

  6. 13 იან. 2022

    75¹ მუხლს დაემატა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის გადაცდომა და დაზუსტდა ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის წესი.

  7. 1 მაი. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    ახალი 75¹ მუხლი ადგენს დისციპლინური გადაცდომის სახეებს და ითვალისწინებს, რომ შინაგან რწმენაზე დაფუძნებული კანონის არასწორი განმარტება დისციპლინურ პასუხისმგებლობას არ იწვევს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 75¹⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროფესიული გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობა9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მასწავლებლის დისციპლინასერვისის გვერდი
  • სასკოლო დისციპლინის აპელაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 7 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

კორუფციის წინააღმდ… 20⁴მუხლი 72¹მუხლი 72²

მიუთითებენ მასზე

მუხლი 75³⁹მუხლი 75⁶⁵მუხლი 75⁷⁴მუხლი 75⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁴⁶სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ
  • 75⁴⁸მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 11²¹დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 20მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები
  • 71დისციპლინური სახდელი
  • 77ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³³აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა

თავდაცვის კოდექსი

  • 138დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 85დისციპლინური გადაცდომები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 56მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები

პოლიციის შესახებ

  • 59¹დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³³11¹⁹11²¹20⁴72¹72²75³⁹75⁶⁵75⁷⁴75⁸75⁴⁶85138207175¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საერთო სასამართლოების …დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026