1.ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი, საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ ადვოკატი სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა არ წარმოადგენს მისთვის მისაღებ თარიღებს, ეთიკის კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით ჩანიშნავს სხდომას (23.12.2018).
2.ადვოკატის არასაპატიო მიზეზით ხელმეორედ გამოუცხადებლობა განხილვის კოლეგიის სხდომაზე არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

