1.ადვოკატის შეცვლის მოტივით სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს მიზნად ისახავს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.
2.ადვოკატის მიერ დაცვის მოვალეობის შესრულების ხანგრძლივად შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს იწვევს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.
3.თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც, სასამართლოს შეფასებით, აჭიანურებს საქმის განხილვას, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს ან მსჯავრდებულს დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით. ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას.
4.თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას გადადებს არაუმეტეს 10 დღით. თუ ადვოკატი ამ ვადის გასვლის შემდეგ კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში, მოქმედებს ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესი.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადვოკატის შეცვლის მოტივით სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს მიზნად ისახავს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.2. ადვოკატის მიერ დაცვის მოვალეობის შესრულების ხანგრძლივად შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს იწვევს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას.3. თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც, სასამართლოს შეფასებით, აჭიანურებს საქმის განხილვას, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს ან მსჯავრდებულს დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით. ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას.4. თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას გადადებს არაუმეტეს 10 დღით. თუ ადვოკატი ამ ვადის გასვლის შემდეგ კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში, მოქმედებს ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესი.5. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №110 · ძალაშია 23 ოქტ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საკონსტიტუ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა