Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 143⁶

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 143⁶. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹5²5³5⁴5⁵5⁶5⁷5⁸5⁹5¹⁰678910111213141516

1.ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

2.ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ: ა) შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს; გ) შეწყდება გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა; დ) აღარ არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.

3.თუ გავიდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ამ ნაწილში მითითებული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

4.თუ სასამართლომ უკანონოდ ცნო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ან ამოიწურა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დადგენილებაში მითითებული 48-საათიანი ვადა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების 48-საათიანი ვადის ამოწურვისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

5.ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს გენერალურმა აუდიტორმა კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ: ა) მისთვის ამ კოდექსის 143​ 3 მუხლის 5 ​ 1 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 143 ​ 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; ბ) მისთვის ამ კოდექსის 143​ 3 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; გ) მისთვის ამ კოდექსის 143 ​ 3 მუხლის 6​ 2 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; დ) მისთვის ამ კოდექსის 143 ​ 3 მუხლის 6​ 2 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 143​ 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს; ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 143 ​ 3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.

5¹.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5².(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5³.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5⁴.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5⁵.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5⁶.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5⁷.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5⁸.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5⁹.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

5¹⁰.(ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .

6.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

7.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.

8.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოსამართლის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.

9.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

10.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 143 ​ 3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და აღნიშნული დადგენილების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

11.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

12.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით მოსამართლის განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

13.მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

14.შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყების დრო და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 143 ​ 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას − აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც მას დაუყოვნებლივ წარუდგენს პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.

15.ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურორის/მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია გასცეს შუალედური ოქმი.

16.თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა ნადგურდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 143 7 . ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მინიმუმამდე დაყვანა 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საგამოძიებო ორგანო ან პირი ვალდებული არიან, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეზღუდონ იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ.

2.სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება შესაბამისად მათ მიერ სასულიერო მოღვაწეობის ან პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას.

3.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ადვოკატის პირადი კომუნიკაციის შესახებ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციისაგან. ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 143⁵შემდეგი მუხლი 143⁸

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
3
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

საჯარო სამართლის ი… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143⁹ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება
  • 143³ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი
  • 143⁸ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 10ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა
  • 8ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 13ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 48აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერება სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით

პროკურატურის შესახებ

  • 40უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 54ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 59საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1085913143⁹143³143⁸4823172134054143⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საჯარო სამართლის იურიდ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…სამართალდაცვით სფეროში…აღმასრულებელი ხელისუფლ…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026