სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაშაულის გამოვლენის პროცესში ფარულად შეაგროვოს ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია და მიაწოდოს იგი საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს.

2.ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს: ა) სასურველი ღონისძიება ან მეთოდი; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობა; გ) იმ მონაცემების სფერო, რომლებიც უნდა აღირიცხოს და გადაიცეს; დ) მონაცემების გადაცემის სახე.

3.ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1475143⁸143⁵143⁹107029710121417
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სისხლის სა…ოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა