Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებმუხლი 8

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ადგილის გამოძიება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია: ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს; გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას; დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა; ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; ზ) პენიტენციური კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წერილობითი ბრძანება; [ თ) ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

3.თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.

4.ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე .

5.განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია .

6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. [ 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება გრძელდება მისი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ აღნიშნული ღონისძიების განხორციელების ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №496-სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.145 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/484 - ვებგვერდი, 13.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6060 – ვებგვერდი, 03.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3132 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4001 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1809  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია: ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს; გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას; დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა; ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; ზ) პენიტენციური კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წერილობითი ბრძანება; [ თ) ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 4. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე . 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია . 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. [ 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება გრძელდება მისი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ აღნიშნული ღონისძიების განხორციელების ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №496-სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.145 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/484 - ვებგვერდი, 13.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6060 – ვებგვერდი, 03.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1  მაისის  კანონი  №3537  - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის  კანონი  №3132  - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4001 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1809  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია: ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს; გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას; დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა; ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; ზ) პატიმრობის პენიტენციური კოდექსის 55-ე59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წერილობითი ბრძანება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 4. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე . 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია . 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №496-სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.145 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/484 - ვებგვერდი, 13.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6060 – ვებგვერდი, 03.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1  მაისის  კანონი  №3537  - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის  კანონი  №3132  - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი,- ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4001 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შიდა გამოძიება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №59

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
3
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3პენიტენციური კოდექ… 59

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 10ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა
  • 9ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები
  • 3ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები

პოლიციის შესახებ

  • 29ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები
  • 3სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

პენიტენციური კოდექსი

  • 59პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

პროკურატურის შესახებ

  • 25ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა
  • 23გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 13ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143³ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3109143³1032917132523598
მითითებამნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებსაქართველოს ფინანსთა ს…პროკურატურის შესახებსამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026