საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 165³. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის საფუძველი

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამამტყუნებელი განაჩენით პირს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 205 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 220 1 მუხლით ან 286 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.

2.ამ თავის მიზნებისთვის მსჯავრდებული არის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

3.ამ თავის გამოყენება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, დანაშაულის ჩადენის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მან ამ თავით დადგენილი წესით, დაზარალებულის კომპენსაციის სახით მიიღო.

5.სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებზე დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარე ყველა შესაძლებელ და გონივრულ ღონისძიებას/ზომას მიმართავს. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №171 · ძალაშია 5 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2009 – 5 სექ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38432¹17165⁴50¹165⁵11231048165³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებსიტყვისა და გამოხატვის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა