Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 165⁴

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 165⁴. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამოქალაქო აღდგენა და კომპენსაციათანამონაწილეობა და დამხმარეობაქონებრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამამტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შემდეგი თანამიმდევრობით ეკისრებათ: ა) მსჯავრდებულს − მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 165 3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიიღო; გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის; დ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 165 3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასყიდლით მიიღო, თუ მსჯავრდებულის ახლო ნათესავი ან სხვა პირი ამ ქონების მიღებასთან დაკავშირებით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ე) ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის; ვ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს − იმ ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381 3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს − იმავე ნაწილით გათვალისწინებული ქონებიდან და სატრანსპორტო საშუალებიდან.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ახლო ნათესავის ან სხვა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

5.მსჯავრდებულისა და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სახელით ან მათ სასარგებლოდ დაზარალებულის კომპენსაცია მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერმა პირმა შეიძლება გადაიხადოს. თუ ამ პირმა დაზარალებულის კომპენსაციის ნაწილი გადაიხადა, მის მიერ გადახდილი დაზარალებულის კომპენსაციის ეს ნაწილი დაზარალებულის კომპენსაციაში ჩაითვლება. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 სექ. 2025
წინა მუხლი 165²შემდეგი მუხლი 165⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მითვისება (მუხლი 182) - ადვოკატი საქართველოში5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დანაშაულის შემდგომი თანამშრომელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ზიანის ანაზღაურის დაკანებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

5
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-09-05
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 194საქართველოს სისხლი… 381³მუხლი 194

მიუთითებენ მასზე

მუხლი 165⁶მუხლი 292მუხლი 300მუხლი 83მუხლი 50¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 50¹პირი, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება
  • 274გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
  • 269გამამტყუნებელი განაჩენი

ამნისტიის შესახებ

  • 2—

ამნისტიის შესახებ

  • 11¹გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა
  • 5¹გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, გარდა

ამნისტიის შესახებ

  • 8—

ამნისტიის შესახებ

  • 10—
  • 3—

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 753გასამრჯელოს გადახდის მოვალეობა

ამნისტიის შესახებ

  • 4—

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 18განმცხადებლის პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
194381³50¹194165⁶2923008327426911¹5¹2108165⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026