Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 206

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 206. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასწარი სარჩელის უზრუნველყოფა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება ხდება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობით. აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა შესაძლებელია ასევე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას, ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

3.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობით. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს და არკვევს, არის თუ არა აცილებები. შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს მას. შემდეგ სიტყვა ეძლევა მეორე მხარეს, რის შემდეგაც მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4.მხარე უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.

5.შუამდგომლობაში უნდა აისახოს ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბრალდების არსი, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება ემყარება, და მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება. შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ან საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება.

6.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, განჩინებაში ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება განჩინება; მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსამართლე დარწმუნდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობაში; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; განჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა.

7.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას, ხოლო იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

8.მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, რა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებია დასმული და მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.

9.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება.

10.დაპატიმრების შერჩევის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს შეიძლება წარედგინოს ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაშიც, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების დროს ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღით, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ.

11.სასამართლო აცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.  თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, მოსამართლე ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და რატომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით აღკვეთის ღონისძიების მიზანი ვერ მიიღწეოდა.

12.( ამოღებულია – 21.06.2011, №4868 ). საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1473 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №665 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5394 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

წინა მუხლი 205შემდეგი მუხლი 207

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აკრძალვის განცხადებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

8
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 80მუხლი 112მუხლი 207მუხლი 208მუხლი 219მუხლი 230¹სისხლის სამართლის … 30სისხლის სამართლის … 54

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 207აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი
  • 198აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი
  • 197ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, უფლებათა განმარტება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶¹სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა
  • 21³⁷საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 21¹⁴შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 54არასრულწლოვნის პირველი წარდგენა სასამართლოში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 215მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა
  • 216საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება
  • 263გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 303საჩივრის განხილვის შეჩერება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 73¹სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶¹2152162072080112208219230¹198197305454206
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026