Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებმუხლი 3

ამნისტიის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს შესაბამისი პროკურორი. აღნიშნული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

2.სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, აგრეთვე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს შესაბამისი სასამართლო. აღნიშნული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

3.თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს  მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს: ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება; გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.

5.ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე, ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს: ა) სააპელაციო სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

6.თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-09-08

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 292საქართველოს სისხლი… 300საქართველოს სისხლი… 292საქართველოს სისხლი… 300მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

  • 23¹ბრალდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი.

ამნისტიის შესახებ

  • 6—

ამნისტიის შესახებ

  • 3—

ამნისტიის შესახებ

  • 12—

ამნისტიის შესახებ

  • 14—

ამნისტიის შესახებ

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 7—

ამნისტიის შესახებ

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 6—

ამნისტიის შესახებ

  • 4¹ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
729230029230023¹441425356123
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 სექ. 2021