Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებმუხლი 3

ამნისტიის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ივლ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის მიერ ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისთანავე მასზე იმავე მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით: ა) გამოძიება არ იწყება; ბ) გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი; გ) სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ/მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე იღებს შესაბამისი სასამართლო; დ) სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემთხვევაში მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო; ე) ძებნილი მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე იღებს: ე.ა) სააპელაციო სასამართლო, თუ ძებნილმა მსჯავრდებულმა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გაასაჩივრა; ე.ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული; ე.გ) ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ძებნილ მსჯავრდებულს ეს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს: ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას მსჯავრდებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას მსჯავრდებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება; გ) სააღსრულებო საქმის მასალებს მსჯავრდებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს ძებნილი მსჯავრდებული ან მისი ადვოკატი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-07-14

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 292საქართველოს სისხლი… 300საქართველოს სისხლი… 292საქართველოს სისხლი… 300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

  • 6—

ამნისტიის შესახებ

  • 3—
  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 14—

ამნისტიის შესახებ

  • 2—

ამნისტიის შესახებ

  • 12—

ამნისტიის შესახებ

  • 23¹ბრალდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი.

ამნისტიის შესახებ

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 7—

ამნისტიის შესახებ

  • 4—

„ამნისტიის შესახებ“

  • 4—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7292300292300223¹44143456123
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 14 ივლ. 2021