სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 42. საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი, რომელიც მტკიცებულების უზრუნველყოფისთვის არის ჩამორთმეული, შესაძლებელია, თავისივე თხოვნის საფუძველზე, გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს ჩამორთმევის, სტატუტის 79-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნობრივი ფონდისთვის გადაცემის ან ანაზღაურების გაცემის პირობით.

2.ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთს წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი; ბ) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული საგანი, ფული და ფასეულობა, მიღებული მოგება ან სარგებელი; გ) საჩუქარი ან სხვა ფულადი საშუალება, რომელიც ემსახურებოდა ან იმისათვის იყო გამოყენებული, რომ ჩადენილიყო დანაშაული ან/და გადაცემული იყო დანაშაულის ჩადენისთვის.

3.საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი ამოღებული და დაყადაღებული უნდა იქნეს მანამ, ვიდრე იგი არ გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანო არ აცნობებს საერთაშორისო სასამართლოს გადაცემაზე უარის შესახებ.

4.საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი არ გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს, თუ: ა) დაზარალებული ცხოვრობს საქართველოში და აღნიშნული საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი მას უნდა დაუბრუნდეს; ბ) მესამე პირს ამ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთზე აქვს კანონიერი უფლება; გ) პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა არ მიუღია, დაასაბუთებს, რომ მას ამ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთზე სხვა ქვეყანაში ან საქართველოში საკუთრების უფლება კეთილსინდისიერად აქვს მოპოვებული და ამ პირის საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი საქართველოშია; დ) საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი საჭიროა საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის ან ექვემდებარება ჩამორთმევას საქართველოს ტერიტორიაზე.

5.თუ პირი იყენებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ უფლებას, მაშინ საერთაშორისო სასამართლოსთვის საგნის და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის გადაცემა გადაიდება მანამ, ვიდრე არ გაირკვევა გადასაცემი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობა. თავი VII. გასაჩივრება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47412752249281618156¹3556⁹6642
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა