Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 43

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 43. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; გ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) ; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) 65 წლის ასა კის მიღწევა; თ) კ ორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ი) გარდაცვალება; კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება; ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა); მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტები არ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

2².ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი არ შეიძლება გახდეს თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 6 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3397 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2228 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    მე-3 პუნქტში უფლებამოსილების განუხორციელებლობის ხანგრძლივობა, რომელზეც გათავისუფლებაა დამოკიდებული, 4 თვიდან 6 თვემდე გაიზარდა.

  2. 15 დეკ. 2022

    43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული კანონის სახელწოდება შეიცვალა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით; მე-20 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითება უცვლელია.

  3. 29 აპრ. 2022
  4. 20 დეკ. 2018
  5. 10 აგვ. 2018

    43-ე მუხლს დაემატა 2¹ და 2² პუნქტები, რომლებიც გარკვეულ საფუძვლებს გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს წევრებისა და უვადოდ გამწესებული მოსამართლეების გათავისუფლებისთვის.

  6. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  7. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  8. 21 თებ. 2017

    43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია და შეუთავსებელი თანამდებობის ან საქმიანობის გამო გათავისუფლების საფუძველი აღარ არის ჩამოთვლილ საფუძვლებში.

  9. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    43-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება შეიცვალა შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებით ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვაგვარი განსაზღვრის დათქმით.

  10. 6 ნოე. 2014
  11. 19 აპრ. 2012

    მე-3 პუნქტით გათავისუფლების საფუძველი ახლა უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობაა და მას სჭირდება სამედიცინო დასკვნა მომავალშიც შეუძლებლობის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 11 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 13 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

კორუფციის წინააღმდ… 20მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34მუხლი 36

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 42მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 48საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 75⁷²მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 21უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 24უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 14უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 16საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6320203436424875⁷²14652217241643
მითითებამნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026