საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75¹⁴. გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო  ეყრდნობა ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს.

2.იმავე გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი ან შეცვალოს წარმომადგენელი დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

3.გადაწყვეტილების ასლი მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში, საქმის მასალების ასლებთან ერთად გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.

4.დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე წერილობითი შეპასუხება და სათანადო მტკიცებულებები. მოსამართლის მიერ შეპასუხების წარდგენიდან ან შეპასუხების წარდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 3 დღეში დისციპლინური საქმის მასალები მოსამართლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    75¹⁴ მუხლი აწესებს გადაწყვეტილების შინაარსს, წარმომადგენლის დანიშვნას და 5, 10 და 3-დღიან ვადებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹11²¹6475¹⁵75¹³75¹⁰109415²33132775¹⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებადვოკატთა დისციპლინური…საჯარო სამსახურის შესა…მედიაციის შესახებსაქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა