Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამედიაციის შესახებმუხლი 15²

მედიაციის შესახებ

მუხლი 15². მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის წესი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.მედიატორს უფლება აქვს, მისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის/მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ამ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. ამ საჩივრის მიღებიდან 7 დღის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმის მხარეებს.

2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII 1 თავით დადგენილი წესით, ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით.

3.საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმის მხარეები არიან მედიატორთა ასოციაცია და ის მედიატორი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.

4.საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შესაბამისი სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროდ უნდა ჩატარდეს.

5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება: ა) სხდომის ჩატარების თარიღი; ბ) სხდომის დაწყების დრო; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივნის ვინაობა; დ) საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, ეთიკის კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თარიღი; ე) მხარეთა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა შესახებ ინფორმაცია; ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები; ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები; თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი; ი) სხდომის დამთავრების დრო.

7.მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოების შეტანის თაობაზე, რომელსაც, მისი აზრით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა შეიძლება ჩაწერილ იქნეს სათანადო ელექტრონული საშუალების გამოყენებით.

9.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი საქმეს დაერთვება.

10.თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, საქმის განხილვის ფოტოგადაღება, კინოგადაღება, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

11.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საქმის განმხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. საქმის განმხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაერთვება.

12.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ მედიატორის დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში მისთვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს. ეთიკის კომისია ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და ეს ბარათი მედიატორს გაუგზავნოს.

13.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
წინა მუხლი 15¹შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №3

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადვოკატთა შესახებ

  • 35¹დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი
  • 35ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁵⁴სადისციპლინო კოლეგიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება
  • 75¹⁴გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ
  • 75⁵⁸საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 28პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი
  • 26დისციპლინური დევნის აღძვრა

პენიტენციური კოდექსი

  • 76დისციპლინური სახდელის გასაჩივრება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 92არასრულწლოვნის დისციპლინური სახდელის სახეები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²¹დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 12საგამოცდო ნაშრომის გაცნობა და გასაჩივრება

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

  • 31ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება შრომითი დავის თაობაზე უნდა იყოს კანონიერი და მოტივირებული.

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹3511²¹75⁵⁴75¹⁴75⁵⁸92317628261215²
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს პატენტრწმუ…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025