Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 75³³

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75³³. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.

2.სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე.

3.დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.

4.მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს: ჯერ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.

5.მხარეებს უფლება აქვთ, სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.

6.სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები.

7.დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება.

8.სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

წინა მუხლი 75³²შემდეგი მუხლი 75³⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁶⁰სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა
  • 75³⁶სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში
  • 75²⁹სადისციპლინო კოლეგიის აცილება

პენიტენციური კოდექსი

  • 74დისციპლინური სამართალწარმოება

ადვოკატთა შესახებ

  • 35¹დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი

თავდაცვის კოდექსი

  • 145სადისციპლინო საბჭო
  • 142დისციპლინური საქმის განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 263ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის წესი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 27⁴—

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 93დისციპლინური სამართალწარმოება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 210სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება
  • 27კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹2632102727⁴75⁶⁰75³⁶75²⁹931451427475³³
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …პენიტენციური კოდექსიადვოკატთა შესახებთავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026