საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 82. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საფინანსო ორგანო ასევე ამზადებს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .გ“ და „ბ 2 .გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საკრებულოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საფინანსო ორგანო ასევე ამზადებს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .გ“ და „ბ 2 .გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საკრებულოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8677471058478991153342413913582
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საგადასახა…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა