Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 114⁵

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 114⁵. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:საგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹7²8

1.გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2026 წლის ჩათვლით.

2.2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს.

5.2020−2026 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

7.ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2023 წელს მიიმართება შემდეგნაირად: ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას; ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.

7¹.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი აღნიშნული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია.

7².ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2025-2026 წლებში მიიმართება შემდეგნაირად: ა) ეს რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული შეზღუდვის შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ ლარამდე შევსებას; ბ) დარჩენილი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე ნაკლებია, იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც აქვს თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისების ჯამურ მაჩვენებელში.

8.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ასახვის მიზნით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტულ მაჩვენებელს ამ კოდექსის 71-ე მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად გაიანგარიშებს. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5589 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის კანონი №1722 - ვებგვერდი, 22.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №133 – ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1220 – ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2026 წლის ჩათვლით. 2. 2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს. 5. 2020−2026 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2023 წელს მიიმართება შემდეგნაირად: ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას; ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 7 1 . ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი აღნიშნული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია. 7 2 . ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2025-2026 წლებში მიიმართება შემდეგნაირად: ა) ეს რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული შეზღუდვის შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ ლარამდე შევსებას; ბ) დარჩენილი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე ნაკლებია, იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც აქვს თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისების ჯამურ მაჩვენებელში. 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ასახვის მიზნით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტულ მაჩვენებელს ამ კოდექსის 71-ე მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად გაიანგარიშებს. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5589 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის კანონი №1722 - ვებგვერდი, 22.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №133 – ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1220 – ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 22 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 დეკ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 114⁴შემდეგი მუხლი 114⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოგების გადასახადის ოპტიმიზაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №69

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2025
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 13 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 71მუხლი 77

მიუთითებენ მასზე

მუხლი 116ადგილობრივი თვითმმ… 155¹საქართველოს 2026 წ… 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 71მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი
  • 114⁷ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლამდე
  • 79მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 18მუნიციპალიტეტის კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 155არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის განსაზღვრა
  • 153კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 34¹საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 20გარდამავალი დებულებანი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 21მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება და გამოყენება
  • 16რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 155მიმდინარე გადასახდელები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 126¹გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207177116114⁷79155155¹155153126¹34¹211618114⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს 2026 წლის …ადგილობრივი თვითმმართვ…საჯარო დაწესებულებაში …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026