პატიმრობის კოდექსი

მუხლი 116. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

2.მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია: ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ; დ) მსჯავრდებულთა დასაქმება; ე) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება; ე 1 ) პროფესიული მომზადება და გადამზადება; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

3.მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.

4.მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.

5.მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი).

6.მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5392 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2015 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65397218499916152135137136116
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…არასრულწლოვანთა მართლმ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…სქესობრივი თავისუფლები…საქართველოს სისხლის სა…