1.პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2.პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გამოიყენება როგორც საქართველოს მოქალაქეთა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით.

