1.დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და რა ზომით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.
2.რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული პირის საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს.
3.სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების საკითხები განიხილოს ერთობლივად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი თანამდებობის პირის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

