პატიმრობის კოდექსი

მუხლი 91. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ პირის მიერ შესაბამისი დისციპლინური დარღვევის ჩადენა სასამართლო განხილვის დროს სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცდა.

2.დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

3.სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.

4.სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5.სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა შეესაბამება დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2017 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6314³⁴16025926975⁷⁸75⁴¹75⁶⁴4¹ (დ…81838091
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს შინაგან სა…სააღსრულებო წარმოებათა…