1.საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 30 მარტამდე: ა) დაამტკიცოს სააგენტოს დებულება; ბ) უზრუნველყოს სამსახურის დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
2.სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის მიერ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებით გაფორმებულ სატელეკომუნიკაციო და კავშირგაბმულობის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში შემსყიდველად განსაზღვროს სააგენტო.
