Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიზაინის შესახებმუხლი 26

დიზაინის შესახებ

მუხლი 26. დიზაინზე განსაკუთრებულ უფლებათა ფარგლები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებასაავტორო უფლებების დაცვაAI-გენერირებული კონტენტისაავტორო უფლებების დავებიინტელექტუალური საკუთრების შეფასებასპონსორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345

1.დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე.

2.დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის.

2¹.ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებები აკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინის სადავო გამოყენება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირების შედეგია. სადავო ქმედება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირებად არ მიიჩნევა, თუ იგი არის მესამე პირის დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგი, რომლისთვისაც ეს დიზაინი ხელმისაწვდომი არ იყო.

3.თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) უფლების გადაცემა ან კერძო ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს უფლება აქვს, რეგისტრირებული დიზაინი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.

4.განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა.

5.დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) დიზაინის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება; ბ) დიზაინის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება, თუ ეს ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს; გ) დიზაინის ექსპერიმენტული მიზნებისათვის გამოყენება; დ) დიზაინის ასლის გადაღება, რომელიც სრულდება ციტირების ან სწავლების მიზნით, თუ ამგვარი გადაღება არ ითვლება არაკეთილსინდისიერ ქმედებად და ზიანს არ აყენებს დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და მიეთითება წყარო; ე) დიზაინის რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში დიზაინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; ე 1 ) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზღვაო ხომალდის, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საქართველოში იმპორტისას; ე 2 ) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას; ვ) დიზაინის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. მუხლი 26 1 . დიზაინერისა და თანადიზაინერის სახელის უფლება დიზაინერსა და თანადიზაინერს უფლება აქვთ, მითითებულ იქნენ განაცხადსა და რეესტრში იმგვარად, როგორც გათვალისწინებულია განმცხადებლისა და დიზაინის მფლობელის მისათითებლად. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

რედაქციების შედარება

1. დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე. 2. დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის. 2 1 . ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებები აკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინის სადავო გამოყენება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირების შედეგია. სადავო ქმედება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირებად არ მიიჩნევა, თუ იგი არის მესამე პირის დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგი, რომლისთვისაც ეს დიზაინი ხელმისაწვდომი არ იყო. 3. თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) უფლების გადაცემა ან კერძო ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს უფლება აქვს, რეგისტრირებული დიზაინი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში. 4. განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა. 5. დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) დიზაინის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება; ბ) დიზაინის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება, თუ ეს ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს; გ) დიზაინის ექსპერიმენტული მიზნებისათვის გამოყენება; დ) დიზაინის ასლის გადაღება, რომელიც სრულდება ციტირების ან სწავლების მიზნით, თუ ამგვარი გადაღება არ ითვლება არაკეთილსინდისიერ ქმედებად და ზიანს არ აყენებს დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და მიეთითება წყარო; ე) დიზაინის რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში დიზაინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; ე 1 ) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზღვაო ხომალდის, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საქართველოში იმპორტისას; ე 2 ) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას; ვ) დიზაინის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. მუხლი 26 1 . დიზაინერისა და თანადიზაინერის სახელის უფლება დიზაინერსა და თანადიზაინერს უფლება აქვთ, მითითებულ იქნენ განაცხადსა და რეესტრში იმგვარად, როგორც გათვალისწინებულია განმცხადებლისა და დიზაინის მფლობელის მისათითებლად. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 26¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტორის უფლება შემოქმედლებისთვის2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებები AI-ს მიერ შექმნილ მასალაზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამართლიანი გამოყენების დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • AI გენერირებული კონტენტის საავტორო უფლებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №5

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-11-17
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დიზაინის შესახებ

  • 30¹დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვა
  • 32კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე
  • 9დიზაინის რეგისტრაციის უფლება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 48განსაკუთრებული უფლებების ფარგლები
  • 68⁵პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა
  • 59კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 37განსაკუთრებული ლიცენზია

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 6განსაკუთრებული უფლება
  • 26სალიცენზიო ხელშეკრულება
  • 7განსაკუთრებული უფლების ფარგლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁸ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1100გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და დიზაინზე უფლებათა დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4868⁵59626737363²⁸110030¹1832926
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საავტორო და მომიჯნავე …სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026