დიზაინის შესახებ

მუხლი 13. პრიორიტეტი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე კობერიძე

1.განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ დიზაინზე პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის ვადაში.

2.განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციის მიხედვით ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში.

3.საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.

4.ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებელს უფლება აქვს, ცა ლკეული დიზაინისათვის მოითხოვოს ის პრიორიტეტი, რომელიც მას აქვს.

5.განაცხადს პრიორიტეტი არ დაუდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომლისთვისაც უკვე იყო მოთხოვნილი ადრინდელი პრიორიტეტი. [ 6. განაცხადის ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას პრიორიტეტის უფლების აღდგენა დასაშვებია, თუ: ა) განმცხადებელმა განაცხადი საქპატენტში შეიტანა და პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა წარადგინა პრიორიტეტის მოთხოვნის 6-თვიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა; ბ) პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნაში მითითებულია განაცხადის წარდგენის ვადის დარღვევის მიზეზი და ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) დადგინდება, რომ განაცხადის წარდგენის ვადა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად ან უნებლიედ დაირღვა.

7.საქპატენტი პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

8.პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი დარჩება.

9.განმცხადებელს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე უარი არ შეიძლება ეთქვას მისთვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე.

10.პრიორიტეტის უფლების აღდგენასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. ( ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1765 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026

    13-ე მუხლს დაემატა მე-6–მე-10 პუნქტები, რომლებიც ადგენს პრიორიტეტის უფლების აღდგენის პირობებს, მოთხოვნის წარდგენის ვადას, საქპატენტის განხილვის 10-სამუშაო-დღიან ვადას, საფასურის გადახდის 15-დღიან ვადას და მოსაზრებების წარდგენის გარანტიას.

  2. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3046291122212111822781313
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…ცხოველთა და მცენარეთა …საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა