დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 11²². მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და სამსახურის გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.

2.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) მოსამსახურის შვებულებაში ყოფნის დროს; ბ) მოსამსახურის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობის დროს; დ)  ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორების დროს; ე) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის დროს; ვ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3.უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება. ამ საფუძვლით სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.

4.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ფორმდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, დისციპლინური წარმოებისას მოსამსახურე სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი მოსამსახურეს შეუჩერებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (თანამდებობიდან დროებით გადაყენება) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7.თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი ხელფასი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №43 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 1 მარ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁵7³811²³4631¹555 (და…52847429301811²²
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა