განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

მუხლი 24¹. სააპელაციო საბჭო

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში.

2.სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით , რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

3.სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის: ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ; ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

4.ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. თავი IV 2 . ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 19 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 მაი. 2016 – 1 სექ. 2016 ტექსტი უცნობია

  2. 5 აგვ. 2010 – 13 მაი. 2016 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363⁶23³56²292232425112232²32⁶19100148224¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…საერთო სასამართლოების …ოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა