Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 32

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო განათლებასკოლის ლიცენზირებაუმაღლესი განათლებასასწავლო პროგრამამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და იგი უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.

3.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 9 წელია.

4.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მიზნებისთვის დამოუკიდებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებია: ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ე) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.

5.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელების უფლებაც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა.

6.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრეთვე უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება.

7.სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.

8.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება შესაბამისი მომენტისთვის დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 348 – ვებგვერდი, 28.03.2013წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4785 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

წინა მუხლი 31¹შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • EdTech შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაწყებითი სკოლის ავტორიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაწყებითი სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ენების სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №118

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 27

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 63⁹ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გავრცელება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 56¹ავტორი ზაციის შინაარსი
  • 66აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
  • 56³გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 12გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ
  • 13ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი
  • 7ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 15დაწესებულების ავტორიზაციის პირობები
  • 14დაწესებულების ავტორიზაცია

პროფესიული განათლების შესახებ

  • 26ავტორიზაცია
  • 27პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 20¹პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹2734¹63⁹56¹6656³121371514262732
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…უმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…ადრეული და სკოლამდელი …პროფესიული განათლების …პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026