Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ბაჟის შესახებმუხლი 4

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

მუხლი 4. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები

რედაქცია №110 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹7²7³7⁴8910

1.საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ა 1 ) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა 2 ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა 3 ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); ა 4 ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); ა 5 ) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი; ა 6 ) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარი; ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი; თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – 50 ლარი; თ​ 1 ) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; თ 2 ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – 100 ლარი; კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი; ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი; მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი; ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი; ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი ; პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი; ჟ) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას, − 300 ლარი; რ) საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ 32 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი.

2.სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში: ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს; ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში: ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს; ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს; გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში: გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს; გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.

3.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით : ა) კონსტიტუციურ სარჩელზე − 10 ლარი; ბ) (ამოღებულია - 22.07.2021, №807) .

4.(ამოღებულია).

5.( ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );

6.(ამოღებულია - 15.05.2024, №4160);

7.საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის − 50 ლარი.

7¹.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.

7².საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისთვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით − არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა.

7³.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.

7⁴.ამ მუხლის 7 2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

8.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა დოკუმენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოთხოვისა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

9.(ამოღებულია - 15.05.2024, №4160);

10.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია . საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2307-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.192 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №409-სსმI, №26, 13.07.2000წ., მუხ.72 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №183-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.89 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №3262-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.379 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2625-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.19 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3519-სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.246 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5287-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.328 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5303-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.333 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5460-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.373 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5976-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.63 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №809-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.269 საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1091-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.25 საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1563-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.143 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2452-სსმI, №50.31.12.2009 წ., მუხ.389 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3366-სსმI, №40.

20.07.2010 წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4074-სსმI, №76,29.12.2010 წ., მუხ.504 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4941 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2052 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3097 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3219 – ვებგვერდი, 26.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება №2/15/1214 - ვებგვერდი, 29.11.2017წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4957 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №669 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი №807 – ვებგვერდი, 26.07.2021წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №890 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4160 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1513 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1763 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №110 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 37

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აგვ. 2026· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2026
  2. 15 აპრ. 2026
  3. 21 მაი. 2024

    მე-4 მუხლიდან ამოღებულია მე-6 პუნქტი (ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისთვის 20 ლარი) და მე-9 პუნქტი (საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისთვის 20 ლარი).

  4. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  5. 26 ივლ. 2021
  6. 8 ივლ. 2021· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2021
  7. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
  8. 29 ნოე. 2017

    მე-4 მუხლში 1-ლი პუნქტის „თ1“ და „კ“ ქვეპუნქტებსა და მე-4 პუნქტს დაემატა აღნიშვნა მათი 2018 წლის 31 მარტიდან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე; მუხლის ბოლოს მოცემულია განჩინების წყარო.

  9. 15 მაი. 2015

    მე-4 მუხლში საიმიგრაციო ვიზის ბაჟი 100 ლარიდან 40 ლარამდე შეიცვალა და დაემატა ახალი 7 2 (20 აშშ დოლარი) და 7 3 (40 ლარი) პუნქტები, იუსტიციის სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ უზრუნველყოფის გამონაკლისით.

  10. 27 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 27 თებ. 2015

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში „ა³“, „ა⁴“ და „თ²“ ქვეპუნქტები ამოღებულია და თითოეულის ადგილას ჩაწერილია ამოღების აღნიშვნა 19.02.2015 №3097 კანონის მითითებით.

  11. 26 მარ. 2015

    მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტში ბაჟი 100-დან 50 ლარამდე შემცირდა, ხოლო „ა2“ ქვეპუნქტში დავის საგნის ღირებულებაზე დამოკიდებული ბაჟი შეიცვალა ფიქსირებული 150 ლარით; საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი უცვლელია.

  12. 26 ნოე. 2014
  13. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 17 მარ. 2014
  14. 19 მარ. 2012

    მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია, ანუ კანონიდან გავიდა მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის ბაჟის 35-ლარიანი ოდენობა.

  15. 14 ივლ. 2011

    მე-8 პუნქტში უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვის ბაჟის (20 ლარი) წესს დაემატა გამონაკლისი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დოკუმენტის გამოთხოვასთან დაკავშირებით; დანარჩენი პუნქტები შინაარსობრივად უცვლელია.

  16. 29 დეკ. 2010

    მე-2 პუნქტში ბაჟის ზღვრული ოდენობა ახლა ცალ-ცალკე განისაზღვრება პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით, ერთიანი 10 000/15 000 ლარის ზღვრის ნაცვლად.

  17. 20 ივლ. 2010

    „თ1“ ქვეპუნქტში საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე პროცენტული ბაჟი (3 პროცენტი, მინიმუმ 300 ლარი) და 300-ლარიანი ბაჟი ღირებულების დაუდგენლობისას შეიცვალა ფიქსირებული ოდენობებით: ფიზიკური პირი — 50 ლარი, იურიდიული პირი — 150 ლარი. საერთაშორისო ხელშეკრულების დათქმა დარჩა.

  18. 14 იან. 2010· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ახალი ა¹, ა² და თ¹ ქვეპუნქტებით დადგინდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და სარჩელებზე: 100 ლარი ან ღირებულების 3 პროცენტი, მინიმუმ 300 ლარი.

  19. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2009

    მე-4 პუნქტი ამოღებულია, მათ შორის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ყველა ბაჟის ოდენობა; მე-5 პუნქტში დარჩა მხოლოდ მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის 35-ლარიანი ბაჟი.

  20. 27 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2009

    მე-4 მუხლში „ა“ ქვეპუნქტის (მრავალჯერადი ვიზა 360 დღით – 100 ლარი) შემდეგ დაემატა ორი ქვეპუნქტი 90 დღემდე ვადით გაცემული ორდინალური ვიზების ბაჟის ოდენობებით: 50 ლარი ერთჯერადზე და 60 ლარი მრავალჯერადზე.

  21. 15 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2009

    მე-8 პუნქტი ეხება მხოლოდ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვას (20 ლარი). ლეგალიზაციისთვის დაემატა მე-9 პუნქტი (საქართველოში შედგენილი დოკუმენტი — 20 ლარი) და მე-10 პუნქტი (საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტი — 15 ლარი).

  22. 20 აპრ. 2009· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2009

    მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ახლა ადგენს ბაჟს მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის — 100 ლარი; ადრე იყო 90 დღემდე ყოფნის ვადით ერთჯერადი ვიზა — 60 ლარი.

  23. 1 თებ. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    მე-4 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულია „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, აგრეთვე „თ“–„კ“ ქვეპუნქტები, რომლებიც მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვისა და ემიგრანტის სტატუსის საკითხებზე ბაჟის განაკვეთებს ადგენდა.

  24. 18 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    მე-4 მუხლში 48-გვერდიანი პასპორტის ბაჟი 40 ლარია, დაემატა ა¹ ქვეპუნქტი მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის 35-ლარიანი ბაჟით, ხოლო ბ და მ ქვეპუნქტები (პასპორტის ვადის გაგრძელება და უცხოელთან ქორწინების ნებართვა) ამოღებულია.

  25. 17 დეკ. 2007· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007

    „ზ“ ქვეპუნქტში „მფრინავის მოწმობა“ შეიცვალა „ავიასპეციალისტის მოწმობით“; ბაჟის ოდენობა (35 ლარი) და მეზღვაურის წიგნაკის გაცემა უცვლელია.

  26. 10 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 27 ივლ. 2007

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „პ“ ქვეპუნქტი: აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი 500 ლარია.

  27. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა ბაჟის ახალი სახეები (შეგებებული და მესამე პირის სარჩელი, საჯარო-სამართლებრივი დავები, ლიზინგის საგნის დაბრუნება, ასევე „ლ“–„ო“ ქვეპუნქტები), არსებული ოდენობები კი ახალ ასოებზეა გადანაწილებული.

  28. 27 ივლ. 2007

    მე-2 პუნქტში ერთიანი 50 000 ლარიანი ზღვარი შეიცვალა დიფერენცირებული ზღვრით: ფიზიკური პირისათვის 10 000 ლარი, იურიდიული პირისათვის 15 000 ლარი, ერთი სასამართლო წარმოების ყველა ინსტანციისათვის.

  29. 15 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2007

    მე-4 პუნქტი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ახალი ბაჟებით ჩამოყალიბდა (განქორწინება 45 ლარი, სახელის შეცვლა 50 ლარი, ცნობა 2 ლარი), ხოლო მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში პასპორტის ბაჟი გაიყო 32-გვერდიანზე (35 ლარი) და 48-გვერდიანზე (60 ლარი).

  30. 14 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 31 ივლ. 2006

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ბაჟის განაკვეთები ახლებურად განისაზღვრა და სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე დაწესდა მინიმალური ოდენობები, ხოლო დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი. მე-2 პუნქტში ბაჟის ზედა ზღვარი 5000-დან 50 000 ლარამდე გაიზარდა.

  31. 1 ივლ. 2006· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2006

    მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები ბინადრობის ნებართვის განცხადებებზე გადაკეთდა (180 და 60 ლარი); დაემატა მე-7 და მე-8 პუნქტები ვიზისა და დოკუმენტების გამოთხოვა-ლეგალიზაციის ბაჟის ოდენობებით.

  32. 15 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2006

    მე-4 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც აპოსტილით დამოწმების ბაჟს 20 ლარით ადგენს.

  33. 30 იან. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    მე-4 მუხლში ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი — პასპორტში არასრულწლოვანი შვილების მონაცემების შეტანისათვის დადგენილი 7-ლარიანი ბაჟი.

  34. 10 იან. 2006· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ე“ ქვეპუნქტი (სარჩელის უზრუნველყოფის განცხადება – 50 ლარი) და „ვ“ ქვეპუნქტი (საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის განცხადება – 100 ლარი ფიზიკური და 300 ლარი იურიდიული პირისთვის).

  35. 16 ივლ. 2005

    მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი სრულად ახლებურად ჩამოყალიბდა: ბაჟების ჩამონათვალი ხელახლა დაინომრა და მისგან ამოღებულია რეგისტრაციასთან, პირადობის მოწმობასთან და ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებული ბაჟები.

  36. 15 ნოე. 2004· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2004

    მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვის ბაჟი განისაზღვრა 60 ლარით; დაემატა „კ“ ქვეპუნქტი (ბინადრობის მოწმობა, 15 ლარი) და ახალი „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტები სხვადასხვა სტატუსისა და ცნობის ბაჟებით.

  37. 13 ივლ. 2000

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში „ა“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების განცხადებებს (2,5 პროცენტი), ხოლო „დ“ ქვეპუნქტი — დავალიანების ამოღების თაობაზე გადახდის ბრძანების მიღების განცხადებებს (1,5 პროცენტი).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №110

  • 37 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 54 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

  • 6სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
  • 5შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
  • 3მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
  • 38სახელმწიფო ბაჟი
  • 49სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 118სახელმწიფო ბაჟი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 50

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 9სახელმწიფო ბაჟი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁸საჩივრის წარდგენის საფასური

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 204ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 89საჩივრის წარდგენის საფასური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
204939384923⁸50653118894
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ბაჟის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №110 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026