სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „ სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ; ა 1 ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე; ა 2 ) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა 3 ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა 4 ) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096) ; ა 5 ) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096) ; ა 6 ) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096) ; ა 7 ) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას; ბ) შეგებებულ სარჩელზე; გ) მესამე პირის სარჩელებზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე; დ) განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ; ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ; ვ) სააპელაციო საჩივარზე; ზ) საკასაციო საჩივარზე; თ) კერძო საჩივარზე ; ი) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; ი 1 ) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ი 2 ) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე, კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებასა და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე; ი 3 ) საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ 32 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციით (შემდგომ − კეიპტაუნის კონვენცია) გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე; კ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998 წ., გვ.41 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2451 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
მუხლი 38. სახელმწიფო ბაჟი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №178 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 3 ივლ. 2026
38-ე მუხლში „ი 3 )“ ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟით იბეგრება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე
კომერციული იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი
კერძო აღმასრულებელი
კონსულტაცია: ₾100

