საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 170. შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია: ა) სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/ მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მათთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება; ბ) სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო ან/და პარასამედიცინო საქმიანობის უფლება; გ) კბილის ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, აგრეთვე სტომატოლოგის ან/და კბილის ტექნიკოსის მიერ კბილის პროთეზირების მომსახურების გაწევა; დ) ავადმყოფისთვის ან დაშავებული პირისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალებით; ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება; ვ) კერძო მასწავლებლის მიერ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მომსახურებების გაწევა, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით ხორციელდება; ზ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირისთვის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სასპორტო ან/და ფიზიკურ აღზრდასთან/განათლებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირისთვის, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს; თ) საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან (მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებაში, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა); ი) ბავშვისა და მოზარდის უფლებების დაცვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ; კ) ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება; ლ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება; მ) რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ ნაწილის „ა“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის განხორციელების მიზნით პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევა; ნ) იმ ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომლის საქმიანობა გათავისუფლებულია ამ ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში; ო) სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული უნივერსალური საფოსტო მომსახურება, გარდა მგზავრის გადაყვანის/ტრანსპორტირების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებით საქონლის მიწოდებისა. უნივერსალური საფოსტო მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; პ) სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნის (საფოსტო მარკის) ნომინალური ღირებულებით მიწოდება; ჟ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების (მათ შორის, ავტოტრანსპორტით მომსახურების) გაწევა; რ) დიაბეტური პურის მიწოდება, რომელიც მიწოდებისას მარკირებულია ასეთად; ს) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდება, რომლებიც მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება; ტ) ტაძრის ან საეკლესიო ნაგებობის რესტავრაცია ან/და მოხატვა.

2.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესი და კრიტერიუმები. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3829 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №109 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია: ა) სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/ მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მათთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება; ბ) სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო ან/და პარასამედიცინო საქმიანობის უფლება; გ) კბილის ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, აგრეთვე სტომატოლოგის ან/და კბილის ტექნიკოსის მიერ კბილის პროთეზირების მომსახურების გაწევა; დ) ავადმყოფისთვის ან დაშავებული პირისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალებით; ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება; ვ) კერძო მასწავლებლის მიერ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მომსახურებების გაწევა, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით ხორციელდება; ზ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირისთვის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სასპორტო ან/და ფიზიკურ აღზრდასთან/განათლებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირისთვის, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს; თ) საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან (მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებაში, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა); ი) ბავშვისა და მოზარდის უფლებების დაცვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ; კ) ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება; ლ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება; მ) რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ ნაწილის „ა“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის განხორციელების მიზნით პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევა; ნ) იმ ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომლის საქმიანობა გათავისუფლებულია ამ ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში; ო) სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული უნივერსალური საფოსტო მომსახურება, გარდა მგზავრის გადაყვანის/ტრანსპორტირების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებით საქონლის მიწოდებისა. უნივერსალური საფოსტო მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; პ) სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნის (საფოსტო მარკის) ნომინალური ღირებულებით მიწოდება; ჟ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების (მათ შორის, ავტოტრანსპორტით მომსახურების) გაწევა; რ) დიაბეტური პურის მიწოდება, რომელიც მიწოდებისას მარკირებულია ასეთად; ს) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდება, რომლებიც მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება; ტ) ტაძრის ან საეკლესიო ნაგებობის რესტავრაცია ან/და მოხატვა. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესი და კრიტერიუმები. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3829 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №109 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №231 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4732551711728272 (დ…19419839170
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო ბაჟის შესახ…სქესობრივი თავისუფლები…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა