1.აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაათს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების საერთო რაოდენობა − ოცდაათს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა − ათს.
2.აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში. 2 1 . აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
