1.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა.
2.აკრძალულია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის განადგურება.
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ
1.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა.
2.აკრძალულია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის განადგურება.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
3.თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტის შენახვასა და დაცვას, იგი ეროვნული არქივის კომისიის აქტის საფუძველზე დეპოზიტური შენახვისათვის გადაეცემა ეროვნულ არქივს. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაარღვევს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს, ეროვნულ არქივს უფლება აქვს, სასამართლოს წინაშე აღძრას სარჩელი მისთვის დოკუმენტის ჩამორთმევისა და ეროვნული არქივისათვის გადაცემის შესახებ.
5.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების ან შენახვის ადგილის შეცვლის შემთხვევაში დოკუმენტის მფლობელმა (მესაკუთრემ) ამის შესახებ უნდა აცნობოს ეროვნულ არქივს.
6.ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.