Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებმუხლი 3

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 3. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:ქონების დაგეგმვაქონების რეგისტრაციაპერსონალური ინვესტიციაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვაDAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2.დაუშვებელია სააგენტოს მიერ სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა მზღვეველისათვის გადაცემა.

3.სააგენტო თავის ყოველდღიურ ოპერაციებსა და საქმიანობაში დამოუკიდებელია. სხვა ორგანოს უფლება არა აქვს, ჩაერიოს მის საქმიანობაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია ფონდის სახსრების განთავსების მიზნით ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში.

5.სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6.სააგენტოს მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისი ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.სააგენტოს სტრუქტურა მტკიცდება საბჭოსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, ხოლო უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8.სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოები) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით.

9.სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

10.სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

11.ამ კანონის თანახმად სააგენტოს მიერ დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას მის საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციები და საქმიანობა თავისუფლდება მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12.სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება.

13.სააგენტო ინფორმაციის მიწოდების მიზნით სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 2. დაუშვებელია სააგენტოს მიერ სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა მზღვეველისათვის გადაცემა. 3. სააგენტო თავის ყოველდღიურ ოპერაციებსა და საქმიანობაში დამოუკიდებელია. სხვა ორგანოს უფლება არა აქვს, ჩაერიოს მის საქმიანობაში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია ფონდის სახსრების განთავსების მიზნით ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში. 5. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 6. სააგენტოს მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისი ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სააგენტოს სტრუქტურა მტკიცდება საბჭოსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, ხოლო უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოები) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით. 9. სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. 10. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 11. ამ კანონის თანახმად სააგენტოს მიერ დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას მის საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციები და საქმიანობა თავისუფლდება მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება. 13. სააგენტო ინფორმაციის მიწოდების მიზნით სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 მაი. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკუთრების უფლების (ტიტულის) დაზღვევის მოთხოვნები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრასტის შექმნა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა და ესთეით მენეჯმენტისერვისის გვერდი
  • DAO-ს ტრეჟერის და მრავალსიგნატურიანი საფულის დაყენებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2023 · №5

  • 2 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 4სააგენტოს უფლებები და მოვალეობები
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 3სააგენტო
  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები
  • 32სააგენტოს ქონება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 9სააგენტო

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 24სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები
  • 1ურთიერთობები , რომლებიც რეგულირდება ამ კანონით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21353274221914¹33243
მითითებამნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სივრცის და…საჯარო და კერძო თანამშ…საინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026