1.მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია ხორციელდება ნუმერატორით მითითებული ნომრებით.
2.მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს მისი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა). „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალების გარეშე და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა). საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4992 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5990 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
