Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებმუხლი 4

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამართალსუბიექტი ვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ნიმუში (პროექტი) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში (პროექტი).

1¹.სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი.

1².„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

2.მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხასა და რეგისტრაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

3.მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რომლის საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოში დამზადება შეუძლებელია, დამკვეთის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს ფარგლების გარეთ. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1913- სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.223 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3372-სსმI, №40, 20.07.2010., მუხ.250 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4992 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5515 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №349 – ვებგვერდი, 28.03.2013წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №647 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3036 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5990 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №356 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3842 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  2. 18 მარ. 2021
  3. 10 ივნ. 2020
  4. 11 ივლ. 2018
  5. 10 მაი. 2017

    მე-4 მუხლის 1¹ პუნქტიდან ამოღებულია ელექტრონული დოკუმენტისა და მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის დამდგენი წინადადება; პუნქტში დარჩა ელექტრონული ფორმით ნებისმიერი დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის უფლებამოსილება.

  6. 28 მარ. 2013
  7. 28 დეკ. 2011
  8. 15 ივლ. 2011

    მე-4 მუხლს დაემატა 1² პუნქტი, რომელიც ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისთვის ადგენს მხოლოდ არაქართულ ენაზე დაბეჭდვასა და შევსებას და სააგენტოს მიერ რეგისტრაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

  9. 20 ივლ. 2010

    მე-4 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი სააგენტოს მიერ დოკუმენტების ელექტრონული ფორმით მიღების, შენახვისა და გაცემის უფლებამოსილების შესახებ და ელექტრონული დოკუმენტის მატერიალურთან თანაბარი იურიდიული ძალის შესახებ; დაემატა ასევე მითითება „მუხ. 250“.

  10. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2009

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ნიმუშების (პროექტების) რეგისტრაცია ახლა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ხდება, ხოლო შეთანხმება საჭიროა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და არა ენის სახელმწიფო პალატასთან; მესამე პუნქტის ბოლოს დაემატა ცვლილების მითითება.

  11. 19 ნოე. 2009

    მე-3 პუნქტში საქართველოს გარეთ დამზადების საფუძველი მთავრობის გადაწყვეტილებიდან გადავიდა დამკვეთის გადაწყვეტილებაზე, რასაც ემატება შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2023 · №17

  • 11 ცვლილება · ბოლო 15 დეკ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 10მოთხოვნები მკაცრი აღრიცხვის ფორმების პოლიგრაფიული შესრულებისადმი
  • 8მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება სამართალსუბიექტების მიერ
  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 60 (დანართი 1)საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფორმების გაცემა
  • 94 (დანართი 1)სანებართვო მოწმობის ფორმების დამზადება და შენახვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 66გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 13¹პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, განგრძობითი განათლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 19²რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 20²განცხადებისა

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 4მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციები საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 8მარეგისტრირებელი ორგანოს სისტემა და რეგისტრაციის ადგილი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19²81028²20²6660 (დ…94 (დ…8413¹4
მითითებამნიშვნელობით ახლოსმკაცრი აღრიცხვის ფორმე…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…სააღსრულებო წარმოებათა…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2023 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026