1.საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ან გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა , გარდა ამ მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა , – იწვევს დაჯარიმებას ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის 0,15%- ის ოდენობით ყოველი დაგვიანებული კალენდარული დღისათვის , რომელიც ექვემდებარებოდა საინკასო / საგადახდო დავალებით მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას .
2.საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ან გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა , კერძოდ , სხვა მიმართულებით ფულადი სახსრების გადარიცხვა , – იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით გადარიცხული თანხის 10%- ის ოდენობით , მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არა უმეტეს საინკასო / საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობისა . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

