კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Статья 37^3. კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება
1. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობის დასადგენად, ეროვნული ბანკი აღრიცხავს კომერციული ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება. დამოუკიდებელი შეფასების არარსებობა ხელს არ უშლის ეროვნულ ბანკს, მიიღოს ამ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
