ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით , რა დროსაც არ ხდება მინდობით აღსაზრდელისა და მიმღები ოჯახის თავსებადობის შეფასება; ბ) გასაშვილებელი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში; გ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას; დ) დედობილი/მამობილი – მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა ბავშვი; ე) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები; ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა; თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე; ლ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი; მ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება; ნ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ო) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; პ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ჟ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; რ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის ; ს) მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტ ის, დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება; ტ) ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის , დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება . საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3717 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2016-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2015
- · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2012
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

იოსებ გაბარაევი
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300
ნინი ჩახუნაშვილი
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მანჯგალაძე
ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

