1.გამოგონება უნდა აკმაყოფილებდეს ერთიანობის მოთხოვნას, კერძოდ, განაცხადი უნდა მოიცავდეს ერთ გამოგონებას ან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს.
2.(ამოღებულია).
3.გამოგონების აღწერილობა წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტს შეეძლოს მისი განხორციელება.
4.თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ მასალას და შეუძლებელია განაცხადში ამ მასალის ისეთი სისრულით აღწერა, რომ სპეციალისტისთვის ცხადი იყოს გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა, ან თუ ეს ბიოლოგიური მასალა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის, განაცხადს უნდა დაერთოს დეპოზიტარიუმის მიერ გაცემული, აღნიშნული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.გამოგონების ფორმულა შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილი წესით, ნათლად უნდა ასახავდეს გამოგონების არსს და უნდა ეფუძნებოდეს გამოგონების აღწერილობას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი მუხლისგან. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
