1.იმ სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდგომ – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა და მოწმდება საქონლის ჩამონათვალის ამ კანონის 11 1 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2.საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მიმართ ამ კანონის I–V 1 თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „დაცვა“. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.





