1.ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ამ კანონის 21 3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.




