1.ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) სააადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით; გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა.
2.ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია: ა) კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა; ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55




